,,დღეს რომ თემურ ლენგის მემორიალთან ჩარიგებული ჩვენი ხელისუფლება დავინახე, სულგანათლებული ამურია ფხაკაძე გამახსენდა“ – ზურა დათუაშვილი

ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს რომ თემურ ლენგის მემორიალთან ჩარიგებული ჩვენი ხელისუფლება დავინახე, სულგანათლებული ამურია ფხაკაძე გამახსენდა, ქუთაისელი არქიტექტორი, უსაშველოდ ნიჭიერი, პრინციპული და ახირებული კაცი, მთელი ცხოვრება საბჭოთა ბიუროკრატიასთან ჭიდაობაში რომ გაატარა და გაუხუნარი ხსოვნა დაუტოვა ყველას, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც შეხვედრია ცხოვრების გზაზე.
ერთხელ სუფრასთან გვიამბო ახალგაზრდებს, სამარყანდში ყოფნისას როგორ იყურყუტა რამდენიმე საათი, რათა მომენტი ჩაეგდო და თემურის მავზოლეუმში, თუნდაც, ორიოდე წუთით მარტო დარჩენილიყო. როგორც იქნა, მოვახერხეო, გვითხრა, მივედი და საფლავზე Მივაფსიო.
ვიღაცამ ჰკითხა, – როგორ გარისკე, ვინმეს რომ შემოესწროო.
გაეცინა, – ვინმეს რომ შემოესწრო, ჩემი სხეულისგან ყველაზე დიდი ნაწილი ყვ..ის კაკალი დარჩებოდაო.
————————————————
ამოტრიალდებოდა მწვანეყვავილაზე ცხონებული, ჩვენი საგსაქმინის, მაკა ბოჭორიშვილის მოღერებული ყელი და ზეშთაგონებული სახე რომ დაენახა…”
საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტომასალა და ტექსტი:
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო.”
დამოუკიდებელობის მონუმენტში თემურ ლენგის ქანდაკებაცაა.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება