პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

პოლიციამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, კიდევ ორი პირი ოთარ ფარულავა და ჯუბა ლოლაძე დააკავა.ისინი ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ განუცხადა, მისთვის ამ ეტაპზე დაკავების მიზეზები უცნობია. მისივე თქმით, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა მათი დაკავება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს ჩეჩენი ქალის, ლაურა ავტორხანოვას გატაცების შესახებ ინფორმაციაზე – საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება – ის გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში