ირაკლი კუპრაძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე დააკავეს

საპატრულო პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და ,,ლელოს” ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე დააკავა. ვიდეომასალიდან, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, ირკვევა ,რომ ისინი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
“ირაკლი კუპრაძე, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა დააკავეს სრულიად გაუგებარი მიზეზით, სამარცხვინოები ხართ და არ შეგრჩებათ!” – წერს აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
,,ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ლაივიც ჩართო, სადაც ჩანს რომ მათთან პოლიციის ეკიპაჟია მისული. პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ უფლება აქვთ გააჩერონ, შეამოწმონ, ნახონ მათ საბუთები და დაათვალიერონ მანქანა.კუპრაძემ პოლიციელებს ჰკითხა, რა საფუძვლით გააჩერეს მანქანა და უთხრა რომ პოლიტიკოსია. “რახან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, რამე პრივილეგიით სარგებლობთ?” – მიმართა პოლიციელმა კუპრაძეს რის შემდეგაც მისი და თანმხლები პირების გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.ამსახველი ლაივი ასე გამოაქვეყნა ოთო ფარულავამაც. ამ დროისთვის, უცნობია ისინი დააკავეს თუ უბრალოდ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – „ქართულ ოცნებას“ ბრიტანული სანქციების ეშინია, ვიდრე ამერიკულის, ამას უკავშირდება ისტერია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და გრანტზე ტირილი, რომ „არიქა, თუ გრანტს აიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ქვეყანა ჩამოიშლება“

ირაკლი ფავლენიშვილი – პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, „ოცნების“ყველა წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით – ისინი ისტორიაში შევლენ, როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები, სახელმწიფოებრიობის მტრები