შვედეთის საგარეო უწყება – დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა – ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს

დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს, – ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს