დონალდ ტრამპი – ბოლო მომენტებზე ვართ ირანთან, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ძალიან მალე რაღაც მოხდება

ბოლო მომენტებზე ვართ ირანთან, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, ძალიან მალე რაღაც მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ძალიან საინტერესო დღეები გვაქვს წინ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ბოლო მომენტებზე ვართ. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ…
დიდი რამ იქნება. საინტერესო დროა მსოფლიოს ისტორიაში, მაგრამ ირანთან ვითარება გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც მოხდება. ძალიან, ძალიან მალე. ვვარაუდობ, ძალიან მალე ილაპარაკებთ ამაზე.
იმედია, სამშვიდობო შეთანხმება გვექნება [ირანთან], არ ვლაპარკობ ძალაზე ან სისუსტეზე. იმას ვამბობ, რომ მირჩევნია სამშვიდობო შეთანხმების ნახვა, ვიდრე სხვა რამის. მაგრამ სხვა რამ პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხდა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა