უკრაინაზე ბოლო თავდასხმების გამო ტრამპი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი 7 მარტს დაემუქრა რუსეთს ახალი სანქციებითა და ტარიფებით უკრაინის დაბომბვის გამო, მას შემდეგ, რაც ადრე შეაჩერა სთვის ამერიკული დახმარება დიპლომატიისთვის ხელის შეწყობის მცდელობის მიზნით.
„იქიდან გამომდინარე, რომ ახლა აბსოლუტურად “ურტყამს” ს ბრძოლის ველზე, გადაჭრით განვიხილავ მასიური საბანკო სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის მიმართ, სანამ არ შეწყდება ცეცხლი და არ მიიღწევა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება“, – წერს ტრამპი თავის სოციალურ მედიაპლატფორმა Truth Social-ზე.
„რუსეთი და უკრაინა, ახლავე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სანამ გვიანი არ არის“, – წერს ის.
ტრამპის მუქარა მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთმა 7 მარტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ძლიერი დარტყმა მიიტანა დრონებითა და რაკეტებით. რამდენიმე დღით ადრე, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა -ის სამხედრო დახმარება და დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინისთვის პრეზიდენტ სთან უთანხმოების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!