ბექა : ასეთი სასტიკი დამპყრობელი საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში ალბათ კიდევ ერთი ყავდა – შაჰ აბასი

“დღეს ირაკლი / Irakli Kobakhidze-მ უზბეკეთში პატივი მიაგო თემურ ლენგის ძეგლს. ასეთი სასტიკი დამპყრობელი საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში ალბათ კიდევ ერთი ყავდა – შაჰ აბასი.
თუ იცით 12 აგვისტო, დიდგორის ბრძოლის დღე რატომ არაა დასვენების დღე და ეროვნული დღესასწაული? იმიტომ რომ თურქეთია ამის წინააღმდეგი, თურქ-სელჩუკებთან გამარჯვებას ეროვნულ დღესასწაულად ვერ გამოაცხადებთო.
2021 წელს ერთი გრამი არაფრით აღინიშნა საბჭოთა ს მიერ საქართველოს ოკუპაცია. რატომ? იმიტომ რომ რუსეთს არ უნდოდა ეს.
შარშან იმავე მიზეზით არ აღინიშნა არც 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავი.
ხინკალი, ხაჭაპური, წინწყარო, ღვინო, ფეხბურთი, იოანე ზოსიმე – ეს ნაციონალიზმის ის ლიმიტებია, რომელიც სსრკ-მ დაგვიწესა. დამოუკიდებელ საქართველოში უთავმოყვარეო და უზურპატორმა ხელისუფლებამ ხელახლა დაგვიწესა იგივე.
რატომ არიან ესენი რუსები? ამიტომ!” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე.
ცნობისათვის, ირაკლი მ უზბეკეთში ვიზიტის დროს, უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი, სადაც თემურლენგის ქანდაკებაცაა, გვირგვინით შეამკო – ფოტოს საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე