საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თბილისში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გახსნა

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, თბილისში თავდაცვის ძალების სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა ოფიციალურად გახსნა.
ღონისძიება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლის იუბილეს დაემთხვა. სააგენტოს დირექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ უწყების ხელმძღვანელ პირებს ახალი ოფისის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, სადაც განთავსებულია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, ს ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი და თბილისი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრი ფრონტოფისით.
პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა. ღონისძიება ეროვნული სააგენტოს
პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით, თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს.
დაინერგა ახალი მიდგომები და სისტემები, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის პროცესის უზრუნველსაყოფად ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპზე აგებული ალგორითმით ახორციელებს წვევამდელთა შერჩევას. შემცირდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები, ანაზღაურება კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას