მელონის ინიციატივა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც “სამშვიდობო მისიაზე უფრო ეფექტურია”

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოდის წინადადებით, რომ ნატოს მე-5 მუხლი ზეც გავრცელეს სრული წევრობის გარეშე.
ის ფიქრობს, რომ ეს უკრაინას გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს და უფრო ეფექტურიც იქნება, ვიდრე სამშვიდობოების მისიების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე.
მე-5 მუხლის გავრცელება ნიშნავს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ იქნება, თუმცა ალიანსის წევრებმა ის უნდა დაიცვან თუ რომელიმე ქვეყანა მას თავს დაესხმება.
“მე ვფიქრობ ეს იქნება უფრო სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია, ვიდრე ისე შეთავაზებები, რომელსაც ვისმენ”, – თქვა მელონიმ და დასძინა, რომ რთულად წარმოუდგენია უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგისთვის საჯარისო კონტინგენტების გაგზავნა და ამ კონტექსტში იტალიის მონაწილეობას გამორიცხავს.
უკრაინის ევროპელი პარტნიორები მსჯელობენ რა შეიძლება შესთავაზონ კიევს უსაფრთხოების გარანტია იმ შემთხვევაში თუ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. არსებობს ინიციატივა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტები განათავსონ, რასაც ამ ეტაპზე არ ეთანხმება. დონალდ ტრამპმა არაერთგზის განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს და ეს საკითხი ევროპის მოსაგვარებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება