ეროვნული ბანკის მიერ 6 მარტს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7830 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0042 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7830 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7780 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0100 ლარად, გაყიდვა კი 2.9950 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7850 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7750 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0100 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9950 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7850 ლარად, გაყიდვა კი – 2.7780 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0200 ლარად, გაყიდვას კი – 3.0000 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7850 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0100 ლარად, გაყიდვა კი 2.9600 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: www.bpn.ge
