ისეთი მშვიდობა გვინდა, რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით რუსეთის სიმშვიდეს უზრუნველყოფდა, სხვისი არაფერი გვინდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი “საკუთარს არ დათმობს”.
“ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით უზრუნველყოფდა სიმშვიდეს ჩვენი ქვეყნისთვის. სხვისი არაფერი გვინდა, მაგრამ საკუთარს არ დავთმობთ. და ისეთი ვარიანტი გვჭირდება, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში”, – განაცხადა პუტინმა.
