იყო თუ არა “ლივერპულის” ფეხბურთელი გასაძევებელი და პენალტი დასანიშნი?

პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი (ფაქტიურად სპორტული დირექტორია) ლუის კამპუში „ლივერპულთან“ იტალიელი დავიდე მასას მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.
კამპუშის აზრით, 25-ე წუთზე იბრაჰიმა კონატემ ბრედლი ბარკოლა საჯარიმოში წააქცია, რის გამოც ინგლისური გუნდის მცველი წითელ ბარათს იმსახურებდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო. შესვენებაზე სტადიონის გვირაბში ეს ეპიზოდი კამპუშმა არბიტრთან ხმამაღლა გააპროტესტა. კამერებმა დააფიქსირეს, რომ მას “ლივერპულის” კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა უპასუხა: “ბრო, ეს ლიგა 1 არ არის”.
მომენტზე კომენტარი ყოფილმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ბრუნო დერიენმა გააკეთა: „კონატემ ბარკოლას უკნიდან ხელი ჰკრა და უნდა დასჯილიყო. ეს წითელი
ბარათია. აქ საკამათოც არაფერია. ისინი გვერდიგვერდ არ იყვნენ, თავდამსხმელი მთელი სისწრაფით წინ გაიჭრა, მეტოქემ წააქცია და აშკარა საგოლე იერიში შეაჩერა. დასაზუსტებელი მხოლოდ თერთმეტმეტრიანის საკითხი იყო – კონატემ ბარკოლა საჯარიმოში წააქცია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს VAR-ს უნდა გაერკვია. წესების ასეთივე დარღვევისთვის მსაჯმა „ბენფიკასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში სწორი რეაგირება მოახდინა“.
შეგახსენებთ, ამავე დაპირისპირებაში ს გოლი თამაშგარეს გამო გააუქმეს.