მსოფლიოს ქვეყნების 60%-ზე მეტს კრიპტოვალუტა ლეგალიზებული აქვს – CoinGecko

მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტმა უკვე დააკანონა კრიპტოვალუტა. ამას ანალიტიკური პლატფორმის CoinGecko-ს ახალი ანგარიში ადასტურებს.
ანალიზის თანახმად, 119 ქვეყანამ და გაერთიანებული სამეფოს 4 ზღვისიქითა ტერიტორიამ ციფრული აქტივები ოფიციალურად აღიარა, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის 60%-ზე მეტს წარმოადგენს.
მონაცემების მიხედვით, ევროპის რეგიონი ლიდერობს, სადაც 41 ქვეყნიდან 39-მა, ანუ 95%-მა მოახდინა კრიპტოვალუტის ლეგალიზება. ლეგალიზაციის მაღალი დონე – 24 ქვეყანა ანუ 77,4% აქვს ამერიკასაც.
მსგავსი პროცენტები აჩვენეს აზიამ და აფრიკამ, მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ლეგალიზაცია ჯერ კიდევ არ ნიშნავს ციფრული აქტივების სრულ რეგულირებას და ჩამოთვლილი 119 ქვეყნიდან მხოლოდ 52.1%-მა მიიღო სრულფასოვანი კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით.