Gtex საქართველოში ზაფხულში პრემიუმ ხაზის 4-მდე ბრენდს შემოიყვანს
,,Gtex’’ მის პორტფელში არსებული ბრენდების რაოდენობას ზრდის. კომპანია ლუქს ხაზის ბრენდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბრენდები ქართულ ბაზარზე განსხვავებული ფორმატით ზაფხულში გამოჩნდებიან. საუბარია 3-4 ბრენდზე. ,,კომერსანტი“ Gtex-ის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა. ანა კაპანაძემ დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პრემიუმ ხაზის ბრენდებთან მიმდინარეობს, რომლებიც კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდებისგან განსხვავდება.
,,ჯერჯერობით ცოტა გასაიდუმლოებული გვაქვს. არ ვამხელთ. თავის დროზე გავახმოვანებთ. ამ წუთს არ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ხმამაღლა გამოვაცხადოთ. ზაფხულის პერიოდში გვინდა, რომ სეზონიც შესაბამისი იყოს. საუბარია 3-4 ბრენდზე. ცოტა განსხვავებული ფორმატი იქნება. ამიტომაც ჯერჯერობით არ ვამხელთ. არ არის სტანდარტული. საუბარია ლაქშერი ბრენდებზე და არა მასიური მოხმარების ბრენდზე, როგორებიც უკვე გვაქვს პორტფელში. მაგალითად OVS და Penti და ა.შ. ესენი უფრო საშუალო სეგმენტის ბრენდებია. პირველად არ შემოდიან საქართველოში. ნაწილობრივ უკვე წარმოდგენილები არიან. ოფიციალურად არა, ფრანჩაიზის სახით.’’- განაცხადა Gtex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა კაპანაძემ.
