ლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე უპასუხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპულთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.
„შედეგი ძალიან უსამართლოა. მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო. ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ფეხბურთი სამართლიანი არ არის. საპასუხო შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იყო თუ არა ბარკოლაზე პენალტი? კომენტარის გარეშე. დიდ გუნდებთან თამაში გვიჭირს? ჩვენ „ლივერპულზე“ გაცილებით უკეთესი ვიყავით, თუმცა მათ გაიმარჯვეს. მე ნეგატიურ მომენტებს ვერ ვხედავ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – ციტირებს ლუის ენრიკეს Canal+.
ესპანელმა სპეციალისტმა AS-ს განუცხადა, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, ქამბექი შესაძლებელია და რა თქმა
უნდა, ამას გააკეთებენ.
„პარიზიენი“ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცს ს მისი გუნდის რთულ სათამაშო სქემაში წარმატებულ ადაპტაციაზე დაუსვეს კითხვა. ლუის ენრიკემ უპასუხა, რომ „კვარამ“ ძალიან ადვილად მოახერხა ადაპტაცია, პსჟ-ში თამაშისთვის დიდი ფეხბურთელი უნდა იყო, არ სურს ცალკეულ მოთამაშეზე საუბარი და უნდა გუნდზე ილაპარაკოს, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს.