ევროპის ფარმაცევტული კომპანიები „ტრამპის გადასახადის“ ნეგატიური შედეგებისთვის ემზადებიან

ევროპის ფარმაცევტული კომპანიები „ტრამპის გადასახადის“ ნეგატიური შედეგებისთვის ემზადებიან
ფარმაცევტული წარმოების მიმართ ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ შესაძლოა, დაარღვიოს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მიერ დაწესებული წესები, რომლის წევრიც -ცაა. ამის შესახებ ანალიტიკოსების ნაწილი, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე საუბრისას აცხადებს.თემაზე Cnbc წერს.
როგორც ცნობილია, ტრამპი აპირებს, 25%-იანი ტარიფები დააწესოს აშშ-დან ექსპორტზე. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილავს 25%-იანი ფიქსირებული ტარიფების შემოღებას ფარმაცევტული პრეპარატების, ავტომობილებისა და ჩიპების იმპორტზე.
შექმნილ ვითარებაში ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს აშშ-ის საიმპორტო გადასახადის შესაძლო ზრდისთვის მზადება. ზოგიერთ კომპანიაში „ტარიფების სპეციალური ჯგუფებიც“ კი შეიქმნა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 1994 წლის ფარმაცევტული შეთანხმების თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტებისა და ნედლეულის უმეტესობაზე, რომელიც პრეპარატების წარმოებაში გამოიყენება, არსებობს ზღვარი, რომლის ზევითაც საბაჟო გადასახადი ნულოვანია.
Sydbank-ის ფარმაცევტული აქციების ანალიტიკოსი სორენ ლონთფორტი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციას არ აღელვებს, დაირღვევა თუ არა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები.
ამასთან, თეთრ სახლში CNBC-სთვის არ მიუციათ კომენტარი სავაჭრო წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამდივნოში კი განაცხადეს, რომ მათი წევრების კონკრეტულ ქმედებებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა დაამატეს, რომ ორგანიზაციის წევრებს შეუძლიათ შეშფოთების გამოთქმა სხვა წევრების საქციელზე ან დავების დარეგულირების პროცედურების დაინიცირება.
ტრამპის წინადადებების გაურკვევლობა ევროპული კომპანიებისთვის სერიოზული თავის ტკივილია. ისინი ელიან, რომ ტარიფების ზრდა მათ ძალიან დააზარალებს. ING-ის გათვლებით, 2024 წელს შტატებში 560 მილიარდი დოლარის ფარმაცევტული პროდუქცია მოიხმარეს, საიდანაც მესამედზე მეტი იმპორტირებული იყო ძირითადად, ირლანდიიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან.
ექსპერტების თქმით, სწორედ ესაა ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდებიან, თუკი საფრთხე რეალობად იქცევა.
ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია აშშ-ის შიდა წარმოების სტიმულირება. Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა ფიქრობს, რომ მათ შესაძლოა, თავისი საზღვარგარეთის წარმოება შტატებში გადაიტანონ, რათა მაღალი ხარჯები შეამცირონ.გერმანულ კომპანია Fresenius Medical Care-ში კი აცხადებენ, რომ ტარიფები, დიდი ალბათობით, დიალიზის აპარატებისა და სახარჯი მასალების აშშ-სთვის მიწოდებაზე აისახება.
ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ დამატებითი გადასახადები კიდევ უფრო გაზრდის აშშ-ის ჯანდაცვის ისედაც მაღალ ტარიფებს.
„ბევრ კომპანიას აქვს მიწოდების გლობალური ჯაჭვი. ამიტომ, ამა თუ იმ ფორმით, ეს ზიანს მიაყენებს ან კომპანიებს, ან პაციენტებს, ანდაც ამერიკული ჯანდაცვის რთული სისტემის სხვა წევრებს,“ – განაცხადა Sydbank-ის წარმომადგენელმა.
jandacva.ge