რუსეთში დასავლური ბიზნესის მოცულობა სსრკ-ის დაშლის დროინდელ მონაცემებამდე დაეცა | მედია

“რუსეთს “ვალუტის ფარდა” თავში ეცემა” – ამის შესახებ უცხოური მედია წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთში, სთან სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლური ბანკების ბიზნესის მოცულობა საბჭოთა კავშირის დაშლის დროინდელ მონაცემებამდე დაეცა.
მათივე ინფორმაციით, ფინანსური ხიდები, რომლებსაც დასავლეთთან სამი ათეული წელი აშენებდა, მთლიანად დაიწვა.
RBI- ის შეფასებით, 2023 წლის ბოლოს, რუსეთში უცხოური საკრედიტო ინსტიტუტების აქტივები მხოლოდ 66 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თავისთავად 2021 წლის ომამდელი დონის ნახევარი (119 მილიარდი დოლარი) და თითქმის ოთხჯერ დაბალია, ვიდრე 2012 წელს დაფიქსირებული რეკორდი (239 მილიარდი დოლარი).
The “currency curtain” is falling over Russia: Western banks have reduced their presence in Russia to the levels of the collapse of the USSR

The financial bridges that Russia has been building with the West for three decades have been burned to the ground. The volume of Western… pic.twitter.com/Erdhz5GM7D— NEXTA (@nexta_tv) December 18, 2023

ასევე დაგაინტერესებთ