ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი გმობს მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) გმობს ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების თაობაზე.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიის მენეჯერის, მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და მით უფრო სამარცხვინოა ჟურნალისტებზე პოლიციის სასტიკი თავდასხმების ყოვლისმომცველი დაუსჯელობის გათვალისწინებით. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ამაღლობელი“, — განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.
CPJ ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელის საქმე მიმდინარეობს საქართველოში პრესის თავისუფლების მკვეთრი ვარდნის ფონზე, როდესაც ათობით ჟურნალისტი, რომლებიც აშუქებდნენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, პოლიციამ სცემა. მთავრობამ ასევე დააინიცირა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.