ფოთის ტერმინალი შუა დერეფნის ნაწილი გახდა – ყაზახეთის რკინიგზა და PTC Holding ფოთის პორტში 30 მლნ დოლარის ინვესტიციით ტერმინალს ააშენებს

ფოთის ტერმინალი შუა დერეფნის ნაწილი გახდა – ყაზახეთის რკინიგზა და PTC Holding ს პორტში 30 მლნ დოლარის ინვესტიციით ტერმინალს ააშენებს
ფოთის ტერმინალი შუა დერეფნის ნაწილი გახდა. ამის შესახებ სატრანსპორტო-ლოგისტიკური საინვესტიციო კომპანიათა ყაზახური ჯგუფი – PTC Holding იტყობინება.
ბაქოში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) საერთაშორისო ასოციაციის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში Poti TransTerminal JSC ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციას.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპას აერთიანებს.
ცნობისთვის, ქართულ-ყაზახური ინვესტიციით ფოთში საკონტეინერო ტერმინალი 2025 წლის აპრილში გაიხსნება. ყაზახეთის რკინიგზა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური საინვესტიციო კომპანიათა ყაზახური ჯგუფი, PTC Holding ფოთის მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობაში 30 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ფოთის საკონტეინერო ტერმინალი წელიწადში 80 ათას TEU-ზე მეტი სიმძლავრის იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი