მოქალაქე მაგდა მამუკაშვილის ინფორმაციით, “კრაბ კოფის” მეპატრონეებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს უმასპინძლდებიან, უბანში დახვდნენ და სცემეს.
“კრაბ კოფის” მეპატრონე გოგონებს, რომლებიც მუდმივად უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან აქციის მონაწილეებს დღემდე, დახვდნენ უბანში და ძალიან არიან ნაცემები”, – წერს ის.
ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი დაზარალებულიც, რომელიც ჯგუფ “დაიტოვეში” წერს:
“მეგობრებო, დღეს “კრაბ კოფი” არ იქნება სამწუხაროდ, მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ”. (მთავარი არხი)
