ჩვენ გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ჩვენ გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს
ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ეს ყველაფერი აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ 9,5 პროცენტს გადააჭარბა.
„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ა.შ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ გადააჭარბა 9,5 პროცენტს, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდა იყო 11,1 პროცენტი, ეს ყველაფერი არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, რომლის გამოც ჩვენ გვაქვს მაღალი შეფასებები სხვადასხვა ობიექტურ რეიტინგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა