Sky News – აშშ-ს მიერ უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა

აშშ-მა სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც კიევს ს ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში დაეხმარებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ამერიკელების მიერ უკრაინებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა. წყარომ შეჩერებას “არჩევითი” უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინასთან აგრძელებს ისეთი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამიზნეების დასაბომბად.
კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, წყარომ აღნიშნა: “სამწუხაროდ, კი, მაგრამ სრულად არა. შერჩევითია. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ზიანის შესაძლებლობაზე”.