„სითიქომმა“ სამეზობლოების კონკურსი გამოაცხადა, საპრიზო თანხა 5000 ლარია

კომპანია „სითიქომმა“ სამეზობლოების კონკურსი გამოაცხადა. საპრიზო თანხა 5000 ლარია და მას ყველაზე მეტი მოწონების მქონე იდეის ავტორი მიიღებს.
გათამაშება „სითიქომის“ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს და 15 მარტამდე გაგრძელდება.
კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინი მწარიაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კონკურსი მომავალშიც გაგრძელდება, „სითიქომი“ კი საპრიზო ფსონის გაზრდას მიესალმება.
„სამეზობლოების კონკურსის იდეა ჩვენი კომპანიის იდეიდან- „ზრუნვა საერთოზედან“ გამომდინარე წარმოიშვა. ჩვენ, როგორც კომპანიას, გვინდა სამეზობლოებს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციით შევუწყოთ ხელი, არამედ დაფინანსებითაც.
გადავწყვიტეთ, დავაფინანსოთ ის სამეზობლოები, რომლებიც მაქსიმალურად გაერთიანდებიან, საინტერესო პროექტს გააკეთებენ სამეზობლოში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მათ იდეას დავაფინანსებთ.
წესები ძალიან მარტივია: გათამაშება ჩვენს სოციალურ ქსელებში ტარდება, სადაც სამეზობლოდან ერთმა პირმა(მაგალითად, კორპუსის თავმჯდომარემ) უნდა დაწეროს სამეზობლოს იდეა. გამარჯვებული ყველაზე მეტი მოწონების მქონე იდეა გახდება.
კონკურსი 15 მარტამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კი 17 მარტს გამოვლინდება.
გამოხმაურება ძალიან მაღალია, გათამაშების შესახებ პოსტი პარასკევს დაიდო და ამ დრომდე 500-მდე იდეა მოგვაწოდეს. იდეების ავტორები არიან არა მხოლოდ „სითიქომელები“, არამედ მომავალი სამეზობლოები, რომლებისთვისაც გათამაშება კარგი გზა იქნება, რომ პირველი დაფინანსება მიიღონ.
ეს კონკურსი „სითიქომისთვის“ პირველია, ამიტომ პრიზად საშუალოდ რა თანხაც იხარჯება კორპუსებში ის ავიღეთ. ამ 500 იდეიდან ბევრი კეთილმოწყობას ეხება, მაგალითად, ერთი ლიფტის მოწყობას ეხება. ასევე, ბევრია ისეთი იდეა, რომელი სამეზობლოს გაერთიანებას ეხება, მაგალითად ფანჩატურების დადგმა, სადაც შეიკრიბებიან ხოლმე. მომავლისთვის, გვინდა, რომ კონკურსი გაგრძელდეს და საპრიზო თანხაც გაიზარდოს, რაშიც ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც დაგვეხმარებიან“,- აღნიშნა „სითიქომის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი მწარიაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში.