დიმიტრი მედვედევი – ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ კიევის ლიდერისგან გზავნილი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება – მტრისთვის მაქსიმალური მარცხის მიყენება მთავარ ამოცანად რჩება

მტრისთვის „მაქსიმალური მარცხის“ მიყენება ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. წინ მიიწევს. მტერი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს და ჯერ არ დამარცხებულა. ბანდერას რეჟიმისთვის და პირადად მისი ლიდერისთვის ომის შეჩერება ხომ გარდაუვალ დასასრულს ნიშნავს. ამიტომ, მტრისთვის „ადგილზე“ მაქსიმალური მარცხის მიყენება დღეს ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება“, – წერს მედვედევი.
მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააგრძელებს.
„კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ მან კიევის ლიდერისგან გზავნილი მიიღო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნისა და მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება“, – აღნიშნავს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა