ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა

5 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.47 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7858 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.33 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9783 ლარი გახდა.