Financial Times – -მა კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს დაუდასტურა, რომ ვაშინგტონმა კიევთან სადაზვერვო საინფორმაციო არხები „გაყინა“.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ რუსეთისა და უკრაინის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას მის უახლოეს მოკავშირეებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, კვლავ უზიარებს.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა