„ლივერპულთან“ ძირითად შემადგენლობაში კვარაცხელიას ნაცვლად დუე ითამაშებს – ფრანგული გამოცემა „ეკიპი“

„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, სათადარიგოთა შორის იქნება – ამის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ძირითად შემადგენლობაში კი თამაშს დეზირე დუე დაიწყებს – ამის შესახებ ავტორიტეული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყებს. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ლეგიონერი სათადარიგოთა შორის იქნება, ლუის ენრიკემ ინგლისელებთან დაპირისპირებაში შეტევაში არჩევანი დეზირე დუეზე გააკეთა, რომელიც ბოლო პერიოდში ლიგა 1-ში მაღალ დონეზე თამაშობს“, – ამტკიცებს „ეკიპი“.
ფრანგული გრანდი შესანიშნავ ფორმაშია – პარიზელებმა „ლივერპულთან“ მატჩამდე ბოლო ათი თამაში მოიგეს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ პირველი მატჩი „პარკ დე პრენსზე“ 5 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.