უკრაინის საჰაერო ძალები – რუსებმა უკრაინის მიმართულებით 181 დრონი და 4 რაკეტა გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით 181 დრონი და 4 რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა, ერთი S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და 181 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 115 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 55 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ს, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია