JPMorgan Chase–მა და Starwood Property Trust–მა იუტაში მონაცემთა ცენტრის შექმნისთვის 2 მილიარდი დოლარის სესხი გასცეს

ამერიკული CIM ჯგუფისა და Novva Data Centers-ის ერთობლივმა საწარმომ მიიზიდა 2 მილიარდი დოლარის სესხი West Jordan–ში, სოლტ ლეიკ სიტის მახლობლად(იუტას შტატი) მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის, იუწყება The Wall Street Journal.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო სესხი JPMorgan Chase & Co-მ და Starwood Property Trust-მა გასცეს. მონაცემთა ცენტრი განთავსდება 100 ჰექტარ ფართობზე (400 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი) და ექნება 175 მეგავატი სიმძლავრე.
CIM-მა და Novva-მ ობიექტის პირველი ფაზის მშენებლობა 2020 წელს დაიწყეს და 2023 წელს გახსნეს. დარჩენილი ნაწილი 2026 წლის ბოლომდე გაიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”