ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს

ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეხმიანება აღნიშნული სახელმწიფოების ხელისუფლებების ბოლოდროინდელ ნაბიჯებს და საერთაშორისო მისიებში საქართველოს, ს, ლატვიისა და ლიეტუვის მონაწილეობის შესახებ მონაცემებს აზიარებს.
„სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის – მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირება არა მარტო ღიმილნარევ გაოგნებას, არამედ ცნობისმოყვარეობასაც იწვევს: რამ განაპირობა მათი ასეთი ჭარბი ენთუზიაზმი, როდესაც საქმე საქართველოს ეხება?
პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სანქციები პასუხია საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაზე“. რეალობასთან აცდენას რომ თავი დავანებოთ (რელობას, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებსა თუ მყარ ციფრებს ეყრდნობა), თუ მართლაც ქართულ დემოკრატიაზე შესტკივათ გული, მაშინ რატომ უჭერდნენ მხარს ასეთი თავგამოდებით სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა არა მარტო პოლიტიკურ თავისუფლებებს, არამედ ადამიანის ყველანაირ უფლებებსაც? რატომ მფარველობენ მას დღემდე და კანონიერი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ? როგორც ჩანს, დემოკრატიაზე ზრუნვა პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისათვის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე წნეხის განსახორციელებლად სჭირდებათ.
ან იქნებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ მოსწონთ ნატო-სთან ან საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგთან დაკავშირებით? იქნებ უკმაყოფილონი არიან იმ როლით, რომელსაც საქართველო ასრულებდა და ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო ძალისხმევაში?
ვნახოთ ციფრები, თუ რა წვლილი შეიტანა და რა მსხვერპლი გაიღო საქართველომ უკანასკნელ ათწლეულში და შევადაროთ ბალტიის ქვეყნების კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის მისიებში. აქაც აშკარაა, რომ, როცა საქმე რეალურ ნაბიჯებს და რეალურ საქმეს უკავშირდება, მათი ძალისხმევა ახლოსაც კი ვერ მოვა ქართველი ხალხის წვლილთან. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში კარგად ჩანს, რომ, აქამდე, სადაც საბრძოლველი და საერთაშორისო უსაფრთხოება დასაცავი იყო, ჩვენი მონაწილეობა 20-ჯერ აღემატებოდა მათსას. თან ეს იმ პირობებში, როცა ისინი ნატოს წევრები არიან, ჩვენი კი – არა.
იქნებ იმას გვსაყვედურობენ, რომ ს თავად დაეხმარნენ, საქართველომ კი მოხალისეები ოფიციალურად არ გაგზავნა უკრაინაში და ამით თავიდან აირიდა სისხლისმღვრელ ომში ჩართვა? არც ამაში უნდა იყოს საქმე, რადგან ჯერჯერობით უკრაინის ფრონტზე ოფიციალურად გაგზავნილი არც ერთი ბალტიისპირული ოცეულიც კი არავის შეუნიშნავთ.
ამ გამოცანაზე რეალური პასუხი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლაში, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გვიკარნახა, როდესაც თქვა, რომ საქმე უკრაინაში კი არა, რუსეთშია.
აშკარაა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთი რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ყველა საშუალებას იყენებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არა, შესამცირებლად მაინც. „ყველა საშუალებაში“, როგორც ჩანს, საქართველოც მოიაზრება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ.
ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, ყველანაირად მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი, რომელიც მშვიდობისა და საქართველოს რეალური ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, ყველანაირად ესხმიან თავს და, ბოლოს, სანქციების გაუგებარ დაწესებამდეც კი მივიდნენ.
გამოდის, რომ ყველაფრის მიზეზი რუსეთია. გამოდის, რომ ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ. ამ მიზანს რომ მიაღწიონ, მზად არიან, ყველანაირ ბერკეტს მიმართონ, მათ შორის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლასაც.
თუ ვინმეს ამქვეყნად მეგობრობის ანაბანა ესმის, ქართველები ვართ. ნამდვილი მეგობრობა უანგაროა. თუმცა, სამწუხაროდ, ანგარებიანი მეგობრობაც არსებობს. ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი