სენატორი ელისა სლოტკინი – რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს – მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი, ტრამპი ცივ ომს წააგებდა

რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს, – ამის შესახებ სენატორმა, ელისა სლოტკინმა („დემოკრატიული პარტია“) განაცხადა.
ამერიკელმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან, ელისა სლოტკინმა კონგრესში -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის საპასუხოდ „დემოკრატიული პარტიის“ განცხადება გაავრცელა.
„გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს. მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი. ტრამპი ცივ ომს წააგებდა“, – განაცხადა ელისა სლოტკინმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს „ვლადიმერ პუტინის მსგავს დიქტატორებთან მჭიდრო ურთიერთობის სჯერა“.
„უკრაინაში ომის დასრულება ყველას გვინდა. მაგრამ რეიგანს ესმოდა, რომ ჭეშმარიტი სიძლიერე -ის მიერ სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერის მორალურ სიცხადესთან გაერთიანებას მოითხოვს“, – აღნიშნა სლოტკინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას