რომის პაპმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დალოცვა დაუშვა

რომის პაპმა, ფრანცისკემ მღვდლებისთვის ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების დალოცვა დაშვებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა აქვეყნებს.
კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება გარკვეულ პირობებში დაშვებული იქნება თუმცა ვატიკანმა განმარტა, რომ დალოცვა არ უნდა იყოს ეკლესიის ჩვეული რიტუალების ნაწილი ან დაკავშირებული სამოქალაქო ქორწინებებთან.
მან ასევე დასძინა, რომ ქორწინებას კვლავ განიხილავს ქალსა და კაცს შორის.
რომის პაპმა ფრანცისკემ ს მიერ გაცემული დოკუმენტი დღეს, 18 დეკემბერს დაამტკიცა. როგორც ვატიკანი აღნიშნავს, ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ „ღმერთი მიესალმება ყველას“, მაგრამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მღვდლებმა გადაწყვეტილება კონკრეტული შემთხვევების მიხედვით უნდა მიიღონ.
კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა განაცხადა, რომ ახალი დეკლარაცია ერთგული რჩება ეკლესიის ტრადიციული დოქტრინისა ქორწინების შესახებ, თუმცა ახალი მითითებები მღვდლებს საშუალებას მისცემს, დალოცონ ურთიერთობები, რომლებიც ჯერ კიდევ “ცოდვად” არის მიჩნეული.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს