გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე და შვილი დარჩა, – ინფორმაციას ,,ამბები.ჯი” ავრცელებს.
მამაკაცი, რომელიც “ფორდის” მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ კადრებს ავრცელებს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს”.
კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.
“როგორც დავინახე ავტომობილში მხოლოდ ერთი მამაკაცი იჯდა. სიჩქარეს ზუსტად მაშინ აუჩქარა, როცა ხიდს მიუახლოვდა… ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები, საშინელება ხდება” – გვიყვება თვითმხილველი.
