მაიკ ჯონსონის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება “დროებითი პაუზაა”

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების შეწყვეტა დროებითი მოვლენაა და ის არის შედეგი 28 თებერვალს თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის შეხვედრისა, რომელიც ჩავარდა.
„ეს დროებითი პაუზაა“, უპასუხა ჯონსონმა შეკითხვას უკრაინისთვის აშშ-ის ადმინისტრაციის დახმარების გეგმებზე.
მისი სიტყვებით, ზელენსკიმ უნდა „გამოასწოროს ის, რაც მოხდა გასულ კვირაში, ოვალურ კაბინეტში გათამაშებული შოკის მომგვრელი მოვლენები“.
„და თუ ის ამას გააკეთებს, ეს მომგებიანი სცენარი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გარიგებაა, რომელიც კი შეიძლება იქნეს შეთავაზებული. ის შეიძლება დაეხმაროს უკრაინელ ხალხს, ამიტომ მოვუწოდებ მას [ზელენსკის], გააკეთოს ეს“, განაცხადა ჯონსონმა და იგულისხმა აშშ-სა და ს შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
ჯონსონის თქმით, ის მოხარულია, რომ „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ მაინც სურს ამ შეთანხმების ხელმოწერა“.
რამდენიმე დღით ადრე, 28 თებერვალს ვაშინგტონში ჩაიშალა აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკება და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
3 მარტს მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-მა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება. ექსპერტების თქმით, უკრაინას ამჟამად იარაღის სამიდან ექვს თვემდე მარაგი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან