ირაკლი – უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა კავშირების გაძლიერებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გაიმართა უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში – საკანონმდებლო პალატის სპიკერთან და სენატის თავმჯდომარესთან.
“შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის.
ჩვენი თანამშრომლობა საკანონმდებლო და სექტორული მიმართულებებით ორმხრივ სარგებელს გვთავაზობს და ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ ამ ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება”, – წერს ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას