„იანვარში დღგ-დან შემოსავლები წლიურად 1%-ით შემცირდა, მაშინ როცა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 14.7%-ით გაიზარდა“ – მიხეილ კუკავა მიზეზებზე
კომპანია “სტემსქეილის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება 2025 წლის იანვარში საქართველოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვის 14.7%-ით გაზრდის შესახებ გამოქვეყნებულ სტატისტიკას.
კუკავა აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ფაქტორი რომლებსაც ბიუჯეტში დღგ-ს მოცულობის შემცირებაზე მოეხდინა გავლენა, შეიძლება იყოს გარემოება, რომ კერძო სექტორის ბრუნვის ზრდა იანვარში შესაძლოა დაკავშირებული იყო ისეთ სექტორებთან რომლებიც დღგ-ს შეღავათებით სარგებლობენ, ასევე ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ იანვარში მნიშვნელოვანი მოცულობით დღგ-ს უკან დაბრუნების ოპერაციები.
„2025 წლის იანვარში 2024 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან შემოსავლები შემცირდა 1%-ით, მაშინ როცა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 14.7%-ით.
ყველა შესაძლო მიზეზზე ვფიქრობდი და ჩამოვწერე. პრაქტიკულად ამ მიზეზებიდან რომელმა გამოიწვია დღგ-დან შემოსავლების კლება ან ბრუნვის ზრდა ვერ ვიტყვით.
1. თანხის დაბრუნების დამუშავების დაჩქარებას, რამაც მოკლევადიანი კლება გამოიწვია შემოსავალში (თეორიულად შესაძლებელია);
2. შეუსაბამობას: იმ თვეს შორის, როცა დაბეგვრა ხდება, და იმ თვეს შორის, როცა გადასახადის გადახდა ხდება. თუ მეტი გადასახადი გადავიდა თებერვალში (ან მოგვიანებით), იანვრის დღგ-ს შემოსავალი შემცირდებოდა.
შემოსავლების შემცირება ბრუნვის ზრდის მიუხედავად შეიძლება გამოეწვია:
1. ექსპორტის ზრდის ხარჯზე გაზრდილი ბრუნვა (ექსპორტი გაზრდილია იანვარში).
2. მაღალ საინვესტიციო დანახარჯებს: თუ კომპანიებმა 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში განახორციელეს ინვესტიცია კაპიტალურ აღჭურვილობაში ან გააკეთეს დღგ-დასაბეგრი მეტი შესყიდვა (ადგილობრივი თუ იმპორტირებული), შეეძლოთ 2025 წლის იანვარში მოეთხოვათ შედარებით ძვირიანი შესყიდვების დღგ-ს კრედიტი ან დაბრუნება. ამის გამო, წმინდა დღგ-ის გადასახადები შეიძლება შემცირებულიყო, მიუხედავად გაზრდილი ბრუნვისა (ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ).
3. გაზრდილი გაყიდვების მოცულობა შეიძლება მოდიოდეს იმ სექტორებიდან/პროდუქტებიდან, რაც გათავისუფლებულია დღგ-სგან,”- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ კუკავა.