ჩეხეთმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეწყვიტა ნავთობის მიღება „დრუჟბას“ მილსადენით

რუსული „დრუჟბას“ მილსადენიდან ნავთობის მიწოდება ჩეხეთში შეწყდა, იუწყება სლოვაკური გამოცემა Dennik, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ლუკაშ ვლჩეკის სიტყვებზე დაყრდნობით, რასაც ჩეხური საინფორმაციო სააგენტო CTK ციტირებს.
ოფიციალური პირის თქმით, ჩეხური კომპანიებისა და შინამეურნეობების საჭიროებებისთვის ნედლეულის დეფიციტი არ არის. „დრუჟბა“–დან მიწოდების ხანგრძლივად შეწყვეტის შემთხვევაში, ჩეხეთს შეუძლია გადაერთოს იტალიური TAL+ მილსადენის მიწოდებაზე, რომელიც ტექნიკურად მზად არის ამისათვის.
წყარო: interfax

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”