სპეცოპერაცია ნინოშვილის ქუჩაზე – პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა

სროლა ნინოშვილის ქუჩაზე – ახალგაზრდა კაცის აყვანის სპეცოპერაცია 29-ე საჯარო სკოლასთან რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ადგილობრივებმა 5 გასროლის ხმა გაიგეს. ჯერ უცნობია ვინ ისროდა. არ არის გამორიცხული, ეს პოლიციის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა ყოფილიყო.
იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა კაცი ავტომობილით გადაადგილდებოდა, პოლიციამ მას გზა გადაუკეტეს, რამაც რამდენიმე ავტომობილის შეჯახება გამოიწვია.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზიბულია კრიმინალური პოლიცია. სროლა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დაიწყო, როდესაც სასწავლებელს მოზარდები ტოვებდნენ. ახალგაზრდა დაკავებულია. “პირველების” ინფორმაციით, დაშავებულები არიან პოლიციელებიც, რომლებიც აყვანის სპეცოპერაციაში მონაწილოებდნენ. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)