,, ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება:
„საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე“

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ