უკრაინა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიკვირს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გენო პეტრიაშვილი უკრაინის მიერ თბილისის მერ, კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უკვირს, ასეთ რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას რჩება დრო, რომ მსგავსი საქმით დაკავდეს.
როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, სამწუხარო ფაქტია, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.
„უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, მსგავსი საქმეებით რომ დაკავდეს. ბატონ კახის ამით ბევრს ვერაფერს დააკლებენ. კახი არის მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ადამიანი და სამწუხაროა მსგავსი ფაქტი, თუმცა, იმედი მაქვს რომ ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და დამშვიდდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს და კახის ვუსურვო წარმატებები და წინსვლა თავის საქმიანობაში“-განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში