უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს – ამ ეტაპზე ევროკავშირის ბოსებიდან მომდინარე ნებისმიერი განცხადება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში

უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს – ამ ეტაპზე ევროკავშირის ბოსებიდან მომდინარე ნებისმიერი განცხადება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ილონ მასკის განცხადებას ს შესახებ, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს უნდა შესთავაზონ რაიმე სახის ამნისტია ნეიტრალურ ქვეყანაში, ში დემოკრატიის მშვიდობიანი აღდგენის სანაცვლოდ.
ჩიხელიძის განცხადებით, ამ ფონზე, უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს, თუმცა, ეს იმით აიხსნება, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან მომდინარე ნებისმიერი განცხადება, ანგარიში თუ სხვა დოკუმენტი მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში.
“ამ დროს რომელიღაც ევროპულ ანგარიშში უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს. მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი გასაგებია – ამ ეტაპზე ევროკავშირის ბოსებიდან მომდინარე ნებისმიერი განცხადება, ანგარიში თუ სხვა დოკუმენტი მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში. როგორ იმსჯელებს აქაური ევროკრეტინი? საკუთარი ტვინიც სიმარტივიდან გამომდინარე უბრალოდ ღმუილს დაიწყებს “რუშეთის აგენტი, პუტინის მონა”, არავითარი დაფიქრება, ეჭვი, მსჯელობა. არადა თუთიყუშებივით სულ აზრის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ. სინამდვილეში ესენი არიან ჩლუნგი მობოლშევიკო მასა, რომლებსაც გააზეპირებინეს შესანიღბი დემოკრატიული ფრაზეოლოგია, ისევე როგორც ძაღლებს ან თუთიყუშებს ვასწავლით რაღაც ფრაზებზე რეაგირებას. სხვა შემთხვევაში, მასკის პოზიციას ყმუილით კი არა, დაფიქრებით შეხვდებოდნენ.” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ