ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ – ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან

ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ – ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ – ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არიან დაინტერესებულები, რომ ში ეს ომი დასრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, არავის უზრუნია იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით დასრულებულიყო.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ომში ჩართვასთან დაკავშირებით საქართველოზე დიდი წნეხი მიმდინარეობდა.
„სამწუხაროდ, უკრაინის ტერიტორიის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული, ასობით ათასი უკრაინელი არის დაღუპული ამ ომში, ათობით მილიონი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ნახევარი არის, ფაქტობრივად, განადგურებული და ა.შ. სამწუხაროდ, სანამ ბატონი გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არავის უზრუნია იმაზე, რომ ეს ომი დასრულებულიყო მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით და როდესაც ბატონმა დონალდ ტრამპმა ამისთვის აქტიური ნაბიჯები გადადგა, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ. ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ესენი ყველანი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან. სამწუხაროდ, ეს სუბიექტები, ვინც მე ჩამოვთვალე, არ არიან დაინტერესებულები, რომ ში ეს ომი დასრულდეს.
ყველასთვის ნათელია, მითუმეტეს, დღეს როგორც ვითარდება ეს მოვლენები, თუ რამხელა ინტერესი იყო საქართველოს ამ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, ყურადღება გაეფანტა, ეს ომი კიდევ უფრო გაწელილიყო ვიღაცებს უფრო მეტი ფული ეშოვათ და რუსეთს აქ მოეცდინა დაახლოებით, 40-50 გაწვრთნილი ჯარისკაცი. ჩვენ რა გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად?! აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო, საგარეო პლატფორმებზე გაგვეკეთებინა. 600-მდე რეზოლუციას მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ შევიფარეთ ასობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით, მე მგონი, დღესაც მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზე ვართ. ერთადერთი არ გავაკეთეთ ის, რომ ამ ომში არ მივიღეთ მონაწილეობა,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის მიმართვა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, ევროსაბჭოს მომხსენებლები კი „ქართულ ოცნებას“ სწორედ სასამართლოში სარჩელის შეტანის გამო აკრიტიკებენ

საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ გამოჩენილიყო, პრეზიდენტ ტრამპის ბაქიბუქის უკან, რეალური ბრძოლა “დიპ სტეიტთან” არ დგას, უფრო მეტიც – ტრამპი დღემდე ასრულებს ოლიგარქიული ოჯახების და მათი ინსტრუმენტის, “დიპ სტეიტის” დავალებებს

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით ეს კომპრადორები ვერ რისკავენ არის მათი მიზნების ხმამაღლა გაჟღერება – მათ ამოძრავებს საქართველოს იმპერიათა კოლონიალურ ტენდერში გატანის სურვილი: ევრო-ლგბტ-კავშირი, რუსეთი თუ თურქეთი