ზელენსკისთან სკანდალის შემდეგ, ტრამპი ევროპის წინააღმდეგაც წავა, მიიჩნევს DW მიმომხილველი დირკ ემერიხი. ის წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს სურს „ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება“.
“საერთაშორისო სამართალს ჩაანაცვლებს დიდი მოთამაშეების ძალა … ესენი არიან შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. სხვა დანაჩენს მნიშვნელობა არ აქვს.
ყველა, ვინც არ შედის დიდი მოთამაშეების რიგებში, უნდა დაემორჩილოს. ვინც არ დათანხმდება, დაისჯება და დამცირდება”, – წერს ემერიხი. ის აღნიშნავს, რომ 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მიდგომის „პირველი მსხვერპლი“ გახდა.
ამ ყველაფრის შედეგების პროგნოზირება ჯერ კიდევ შეუძლებელია. შეუძლებელია „იარსებებს თუ არა ნატო მისი ამჟამინდელი სახით ექვს თვეში“, წერს DW-ის მიმომხილველი.
უკრაინის მხარდასაჭერად ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მოითხოვეს ახალი კოალიციის შექმნა, სურთ შეიმუშაონ ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა და უზრუნველყონ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები.
”ეს ყველაფერი სწრაფად უნდა შემუშავდეს და ხელახლა განიხილოს დონალდ ტრამპთან”, – აღნიშნავს ემერიხი, ”მაგრამ იქნება თუ არა ის მზად ამის გასაკეთებლად“ – უცნობია. იმავდროულად, სავსებით შესაძლებელია, რომ ტრამპის გუნდი უკვე ამუშავებდეს მოსკოვთან ბევრად უფრო შორსმიმავალი შეთანხმების დეტალებს.
“გერმანიამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი როლი გეოსტრატეგიული კოორდინატების ახალ სისტემაში. ძალზედ სასურველი ბერლინი-პარიზის ღერძი, როგორც ერთიანი და გადამწყვეტი ევროპის ძრავა, ამჟამად გარდაიქმნება ლონდონი-პარიზის ღერძად. ბერლინი კი მაყურებელის როლში გამოდის”, – აცხადებს მიმომხილველი.
ის აღნიშნავს, რომ ფრიდრიხ მერცი უფრო გადამწყვეტად იმოქმედებს და გერმანიაში ახალი მმართველი კოალიციის შექმნაზე ტყუილად არ ჩქარობს, თუმცა „ბერლინმა დროს არ უნდა დაკარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უმნიშვნელო ადგილს დაიკავებს მოლაპარაკების მაგიდაზე – არა პრეზიდიუმში“, – ასკვნის ემერიხი.
www.timer.ge
