“ამ შემთხვევაში პსჟ-ში გადასვლაზე იფიქრებს” – გავი შესაძლოა, ზაფხულში კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

Fichajes-ის ინფორმაციით, პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” 20 წლის ნახევარმცველის გავის შეძენას გეგმავს და ამისთვის ფინანსებს არ დაიშურებს.
თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს “ბლაუგრანას” დატოვება არ სურს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, თუ ძირითადი შემადგენლობისთვის დანი ოლმოსთან ორთაბრძოლას წააგებს, პსჟ-ში გადასვლაზე სერიოზულად იფიქრებს.
მიმდინარე სეზონში გავიმ ყველა ტურნირზე “ბარსელონას” შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.