ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება – ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. 10%-იანი ტარიფი კი დაწესდება: სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, წყლის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს!

არჩილ გორდულაძე – ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამას კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ