ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს აორმაგებს, მექსიკურ და კანადურ პროდუქტებზე კი 25 %-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები დაგეგმილისამებრ სამშაბათიდან შევა ძალაში.
მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან, ტარიფების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებებისთვის „ადგილი აღარ დარჩა“.
„ადგილი აღარ დარჩა მექსიკისთვის, ან კანადისთვის. მოგეხსენებათ, ყველაფერი დადგენილია. ისინი ძალაში ხვალ შევა. 25 პროცენტიანი ტარიფი კანადისთვის და 25 პროცენტიანი – მექსიკისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.
„დავადგინე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები უკანონო ნარკო კრიზისის შესამსუბუქებლად და რომ 14195 აღმასრულებელი ბრძანებით აღწერილი კრიზისი არ შემცირებულა“, – აღნიშნულია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რადგან ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან