ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში მიშა მესხის მიერ მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.
“მიშა მესხი ჩემი ძმაკაცია და თანაც ისეთი მუშტი აქვს, ტორნადოს აგდებს ერთი დარტყმით”- წერს ნათია ბერიძე, რომელსაც კომენტარებში თავად მიშა მესხი გამოეხმაურა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, მომღერალს დათა (ტორნადო) გაბუნიას ფიზიკურად თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან მიშა მესხი (მომღერალ სოფო ბედიას ქმარი) დაუპირისპირდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შელაპარაკების მიზეზი სიმღერა “ოლე, ოლა” გახდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.