დანია და შვედეთი უკრაინას 264 მლნ დოლარის ღირებულების CV90 ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემენ.
“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად დანიასთან ერთად. ჩვენ გამოვიყენებთ საწარმოო შესაძლებლობებს უკრაინაში ახალი CV90 საბრძოლო მანქანების მიწოდების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში შვედეთმა უკრაინას უკვე გადასცა 50 CV90 ქვეითი საბრძოლო მანქანა, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დროს მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.