მექსიკაში წინასაშობაო დღესასწაულზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ – დაიღუპა 16 ადამიანი

მექსიკაში, ქალაქ სალვატიერაში, გუანახუატოს შტატის ცენტრალურ ნაწილში წინასაშობაო რელიგიურ ზეიმზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი და არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას მექსიკის პოლიცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევა 17 დეკემბერს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რანჩოზე 40-კაციანი ჯგუფი Las Posadas-ს ზეიმობდა, რომელიც 16-დან 24 დეკემბრამდე აღინიშნება.
“მივხვდით, რომ არ იყვნენ დაპატიჟებულები და როცა ჰკითხეს, ვინ იყვნენ, სროლა დაიწყეს”, – ამბობს ერთ-ერთმა მოწმე.
დაშავებულთა შორის მექსიკური მუსიკალური ჯგუფის Dinastía Cornejo-ს წევრებიც არიან, ჯგუფმა სოციალურ ქსელში ხალხს ადგილობრივ საავადმყოფოში სისხლის დონაცია სთხოვა.
მომხდარს ადგილობრივი პროკურატურა იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო