ამერიკის პრეზიდენტის ავტოკოლონას მანქანა შეეჯახა, პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან

ამერიკის პრეზიდენტის ავტოკოლონას ავტომობილი შეეჯახა, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. თვითმხილველი ჟურნალისტებს უყვება, რომ ინციდენტი ვილმიგტონში, კვირას, 17 დეკემბერს, 20:08 საათზე მოხდა მაშინ, როცა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ესკორტით, ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო შტაბის შეხვედრა დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის კოლონას ვერცხლისფერი სედანის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. რა დროსაც, ავტომობილის წინა მხარე დაზიანდა.
ინციდენტიდან მალევე, ავტომობილს სამართალდამცავებმა ალყა შემოარტყეს, მძღოლს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. „როიტერი“ წერს, რომ ვერცხლისფერი ავტომობილის მძღოლს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციამ ამოიღო. “მძღოლმა პოლიციის გამოჩენისას ხელები მაღლა აწია”,- უყვება თვითმხილველი “როიტერს”.
ინციდენტის შემდეგ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი თავს უსაფრთხოს გრძნობენ. ისინი მომხდარის შემდეგ კამერებმა მალევე დააფიქსირა. კადრებში ჩანს რომ პრეზიდენტის უსაფრთხოებას გაძლიერებულად იცავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ